საბა ბაღდავაძე უსინათლოთა შორის პარა ძიუდოში ასტანას გრან პრის გამარჯვებულია
ქართველი პარა ძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81 კგ) უსინათლოთა შორის ასტანას გრან პრის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი ვიქტორ რუდენკო დაამარცხა.