ქართველი პარა ძიუდოისტების წარმატება ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე

ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე, პარა ძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში უძლიერესი იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში  პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს, შერზოდ ნომოზოვს იპონით სძლია, ფინალი უზბეკ კერმან ნურილაევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა ყიზილაშვილი (-90კგ) ბრინჯაოს მედალოსანია. პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელია. რევაზ ჩიკოიძემ ბრიტანელ და უზბეკ მოწინააღმდეგეებს სძლია, ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი კუბელ პარასპორტსმენს მოუგო.


371859325_233825716318526_2732344999226555657_n
372226441_1012624016542204_2926947727876406686_n (1)372065824_1661829650966324_8573961759615964686_n

პარტნიორები