საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14 დეკემბერს 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები გამოვლიდნენ შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ირმა ხეცურიანი; 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი რევაზ ჩიკოიძე; 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი – მაკა კვინჩია; 2023 წლის ყველაზე განვითრებადი პარასპორტსმენი – ლია ჩაჩიბაია; პარალიმპიური სპორტის 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი – მალხაზ მესხი; წლის საუკეთესო პარანაკრები – საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნული ნაკრები; პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა დავით მაისურაძე. ვეტერანი პარასპორტსმენი იაგო გორგოძე. ვეტერანი პარასპორტსმენი ნიკა თვაური.