ნინა თიბილაშვილი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია. პარა ფარიკაობაში ბუსანში მიმდინარე ტურნირზე, ხმლით ასპარეზობაში თიბილაშვილმა ოთხისთვის შესასვლელი ბრძოლა მოუგო იაპონელ შინო კავაის ანგარიშით 15:6, ორში შესასვლელში დაამარცხა იტალიელი ლორენადა ტრიჯილიასი 15:7, ფინალში ბრძოლა დათმო პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.