საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრების წევრმა მირიან ოგნაძემ ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე სამჭიდის ჯამში 707,5 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ოგნაძემ წოლჭიმში 212,5 კგ აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგი მაისურაძემ წოლჭიმში 160 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სამი მოძრაობის ჯამში კი მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა მარტიაშვილი ამავე ტურნირზე წოლჭიმში და სამი მოძრაობის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. დავით დავითური 82კგ. წონით კატეგორიაში, სამჭიდის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.