პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე პარა მძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) ოქროს მედლის მფლობელი გახდა ;
რევაზ ჩიკოიძემ, გიორგი ქალდანმა , ზურაბ ზურაბიანმა პარა ძიუდოში ვერცხლის მედლები მოიპოვეს;
ლადო ჭინჭარაულმა პარა სროლაში ვერცხლის მედალი აიღო;
ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელია;
ინა ქალდანი პარა ძიუდოში ბრინჯაოს მედალოსანია;
აკაკი ჯინჭარაძე წოლჭიმში ბრინჯაოს მედლის მფლობელია;
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზი 2024-ზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენით იასპარეზა.