საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები 2025 წლის პირველი ტურნირიდან, ეტლით ფარიკაობაში სან პაულოს მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედლით დარუნდა. ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ოქროს მედლის მფლობელია. ამავე ტურნირზე ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში (B კატეგორია) ვერცხლის მედალი აიღო. ნინა თიბილაშვილმა (Aკატეგორია) ნაკრებს ორი მედალი მოუტანა. ხმლით ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაპირაში კი ბრინჯაოს პრიზიორია. 2025 წელი წარმატებით დაიწყო გვანცა ზადიშვილმაც. მის ანგარიშზე ორი მაღალი სინჯის მედალია.ხმლით და რაპირით ფარიკაობაში (Aკატეგორია) ვერცხლის პრიზიორი გახდა.