საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის პარა ჩემპიონატზე. როტერდამი 2023-ის ასპარეზობის მე-9-ე დღეს, ჩვენმა პარა ტაეკვონდოისტებმა ანდრეი სლეპცოვმა (-80კგ), გიორგი ზარქუამ ( -80კგ), დავით მაქაძემ (აბსოლიტური) სამი მაღალი სინჯის მედალი მოუტანეს ჩვენს ნაკრებს. ანდრეი სლეპცოვი ოქროს მფლობელი გახდა, გიორგი ზარქუამ ვერცხლის მედალი აიღო, დავით მაქაძე ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპის პარა ჩემპიონატზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე სულ 9 მედალია. ამავე ტურნირზე გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარა ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გახდა, გოგა ხახალაშვილი ვერცხლის მედალოსანია.ჩვენი პარა ტაეკვონდოისტები ლია ჩაჩიბაია და ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ბრინჯაოს მედლები, ასევე გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.