ზურაბ ზურაბიანი პარა ძიუდოში ბაქოს გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.
ბაქოს გრან პრიზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, 60კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანის მოწინააღმდეგე ტატამზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანს ერგო.ოქროს და ვერცხლის მედლები უზბეკმა და ყაზახმა პარა ძიუდოისტებმა გაინაწილეს.