ზვიად გოგოჭური (-95კგ) თბილისი 2025 პარა ძიუდოს მსოფლიო თასის მფლობელია, რევაზ ჩიკოიძე (+95კგ) ვერცხლის პრიზიორი, გიორგი ქალდანი (-70კგ) და საბა ბაღდავაძე (-81კგ) თბილისი 2025-ის ჩემპიონები გახდნენ,ზურაბ ზურაბიანი (-70კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი, ️ბაჩუკი შელია (-81კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (-95კგ) ბრინჯაოს პრიზიორები.





დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი პარა ფარიკაობაში, ხმლით ასპარეზობაში პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალოსანია, ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი.

დაწვრილებით
მიშიკო შიობრიშვილი პარა ძიუდოში ჰაიდელბერგი 2025 გერმანიის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორია, რამინი ყიფშიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
დაწვრილებით
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები 2025 წლის პირველი ტურნირიდან, ეტლით ფარიკაობაში სან პაულოს მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედლით დარუნდა. ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ოქროს მედლის მფლობელია. ამავე ტურნირზე ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში (B კატეგორია) ვერცხლის მედალი აიღო. ნინა თიბილაშვილმა (Aკატეგორია) ნაკრებს ორი მედალი მოუტანა. ხმლით ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაპირაში კი ბრინჯაოს პრიზიორია. 2025 წელი წარმატებით დაიწყო გვანცა ზადიშვილმაც. მის ანგარიშზე ორი მაღალი სინჯის მედალია.ხმლით და რაპირით ფარიკაობაში (Aკატეგორია) ვერცხლის პრიზიორი გახდა.
დაწვრილებით
ქართველი პარა ძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81 კგ) უსინათლოთა შორის ასტანას გრან პრის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი ვიქტორ რუდენკო დაამარცხა.
დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში, რაპირით ასპარეზობაში პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალოსანია, ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი.

დაწვრილებით
24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ზამთრის პარასპორტის სახეობა სლალომ სნოუბორდში, დუბაიში გამართულ სასწავლო ბანაკში, აზიის საკონტინენტთაშორისო თასზე მონაწილე ათ ქვეყანას შორის,ჩვენმა პარასპორტსმენმა ლუკა ლომაიამ, რომლისთვისაც აღნიშნული ასპარეზობა სადებიუტო იყო, LL2 კლასიფიკაციაში ორი ბრინჯაოს მედალი აიღო.

აიღო.
დაწვრილებით
პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე პარა მძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) ოქროს მედლის მფლობელი გახდა ;
რევაზ ჩიკოიძემ, გიორგი ქალდანმა , ზურაბ ზურაბიანმა პარა ძიუდოში ვერცხლის მედლები მოიპოვეს;
ლადო ჭინჭარაულმა პარა სროლაში ვერცხლის მედალი აიღო;
ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელია;
ინა ქალდანი პარა ძიუდოში ბრინჯაოს მედალოსანია;
აკაკი ჯინჭარაძე წოლჭიმში ბრინჯაოს მედლის მფლობელია;
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზი 2024-ზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენით იასპარეზა.













დაწვრილებით
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ხმლით ასპარეზობაში, ვარშავა 2024 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის გუნდი ანგარიშით 45:37 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დაწვრილებით
კორეის მსოფლიო ჩელენჯერზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი აიღო,ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
დაწვრილებით

პარა წოლჭიმში თბილისი 2024 მსოფლიო თასზე აკაკი ჯინჭარაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო, პირადი რეკორდი გააუმჯობესა და პარიზი 2024 პარალიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვა.
დაწვრილებით
ქართველმა პარა მოფარიკავეებმა ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში, სან პაულოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს. ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს პრიზიორი.

დაწვრილებით
იაპონიაში, პარა მძლეოსნობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი და პარიზი 2024 პარალიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდა. 
დაწვრილებით



პარა ძიუდოში თბილისი 2024 გრან პრის გათამაშებაზე რევაზ ჩიკოიძემ (+90კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზურაბ ზურაბიანი (-60კგ) და გიორგი ქალდანი (-73კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
დაწვრილებით
ლაშა ყიზილაშვილი,ზურაბ ზურაბიანი, ზვიად გოგოჭური პარა ძიუდოში ანტალია 2024 გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. 


დაწვრილებით
პარა წოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, იაგო გორგოძემ, აკაკი ჯინჭარაძემ, გიორგი ლაცაბიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს. ამავე ტურნირზე,მაკა კვინჩია ვერცხლის პრიზიორი გახდა.




დაწვრილებით
პარა წოლჭიმში ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხი 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე შოთა ომარშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
დაწვრილებით
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში რაპირით ასპარეზობაში, პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
დაწვრილებით
სანდრო მეგრელიშვილი პარა ტაეკვონდოში სოფია 2024 ევროპის საკონტინენტო ტურნირის ვერცხლის მედალოსანია, ლია ჩაჩიბაია ბრინჯაოს პრიზიორი

დაწვრილებით
პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და გიორგი ნიკოლაძე ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულები და პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელები არიან

დაწვრილებით
პარიზის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
დაწვრილებით
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში
პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ირმა ხეცურიანი
ეტლით ფარიკაობაში
პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
დაწვრილებით
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების წარმატებული სტარტი გერმანიაში, ჰაიდელბერგი 2024 წლის გრან პრის გათამაშებაზე. ლაშა ყიზილაშვილი ჰაიდელბერგი 2024 ვერცხლის
პრიზიორია. ჩვენმა ფალავანმა ნახევარ ფინალურ ბრძოლაში უკრაინელ პარა ძიუდოისტს სძლია,ფინალი უზბეკ მოწინააღმდეგესთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
.
დაწვრილებით
საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრების წარმატებული სტარტი დუბაის გრან პრის გათამაშებაზე. ჩვენმა პარა მძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა დუბაიში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დაწვრილებით

დიდ ბრიტანეთში, ქ. კარდიფში ეტლით ფარიკაობაში კარდიფი 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარ ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
დაწვრილებით
დიდ ბრიტანეთში, ქ. კარდიფში ეტლით ფარიკაობაში კარდიფი 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარ ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნინა თიბილაშვილმა მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. მან ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ გუსთან წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დაწვრილებით
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14 დეკემბერს 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები გამოვლიდნენ შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ირმა ხეცურიანი; 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი რევაზ ჩიკოიძე; 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი – მაკა კვინჩია; 2023 წლის ყველაზე განვითრებადი პარასპორტსმენი – ლია ჩაჩიბაია; პარალიმპიური სპორტის 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი – მალხაზ მესხი; წლის საუკეთესო პარანაკრები – საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნული ნაკრები; პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა დავით მაისურაძე. ვეტერანი პარასპორტსმენი იაგო გორგოძე. ვეტერანი პარასპორტსმენი ნიკა თვაური.








დაწვრილებით


არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ-აინში პარა სროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა პარა მსროლელმა გიორგი შეყილაძემ 10მ. დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან P1-ში იასპარეზა და მეხუთე ადგილზე გავიდა. გიორგი შეყილაძე ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა. მისი, როგორც პარა მსროლელის დებიუტი ალ-აინი 2023 მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე შედგა.
დაწვრილებით

ლადო ჭინჭარაული პარა სროლაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ალ-აინი 2023 მიმდინარე ტურნირზე, პნევმატური შაშხანიდან სროლაში R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის, ჩვენი პარასპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ვულოცავთ ლადო ჭინჭარაულს წარმატებულ ასპარეზობას.
დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. მიმდინარე ტურნირზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო ჩინელ აო ლანძუს ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინა თიბილაშვილმა, ორში შესასვლელი საფინალო ბრძოლა დათმო ჩინელ გუსთან და მესამე ადგილზე გავიდა.
დაწვრილებით

პარა ძიუდოში ტოკიოში 2023 წლის გრან პრის გათამაშებაზე ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და გიორგი ქალდანმა (73კგ)ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ნახევარ ფინალში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დათმო ბრძოლა, მესამე ადგილისთვის ყირგიზი პარა ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.გიორგი ქალდანი ნახევარ ფინალში იაპონელ პარა ძიუდოისტთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის კორეელ მოწინააღმდეგს მოუგო და ბრინჯაოს მედალი აიღო.
დაწვრილებით


ზვიად გოგოჭური და ინა ქალდანი პარა ძიუდოში ტოკიო 2023 გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
დაწვრილებით

რევაზ ჩიკოიძე პარა ძიუდოში ტოკიო 2023 გრან პრის გათამაშების ოქროს მედალოსანია.
დაწვრილებით
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში ტაილანდი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
დაწვრილებით

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ტაილანდი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
დაწვრილებით
გვანცა ზადიშვილი ეტლით ფარიკაობაში ტერნი 2023 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ტერნიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ზადიშვილმა ხმლით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დაწვრილებით
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით აიღო სტარტი იტალიაში, ქალაქ ტერნიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. ირმა ხეცურიანმა
ინდივიდუალურ ასპარეზობაში (ხმალი) ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს
ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ პარამოფარიკავე ატერს მოუგო ანგარიშით 15:7 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დაწვრილებით
ზურაბ ზურაბიანი პარა ძიუდოში ბაქოს გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.
ბაქოს გრან პრიზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, 60კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანის მოწინააღმდეგე ტატამზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანს ერგო.ოქროს და ვერცხლის მედლები უზბეკ
მა და ყაზახმა პარა ძიუდოისტებმა გაინაწილეს.
დაწვრილებით
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილის თასის მფლობელი გახდა. ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს წარმატებულ ასპარეზობას.
დაწვრილებით
გიორგი ნიკოლაძე პარა ტაეკვონდოში მექსიკის გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე მონაწილე პარასპორტსმენებს შორის, რთული კონკურენციის ფონზე ქართველმა პარა ტაეკვონდოისტმა პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო ბრძოლა და მესამე ადგილზე გავიდა. 
დაწვრილებით
პარა ტაეკვონდოში მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა. ჩვენმა პარასპორტსმენებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.


დაწვრილებით
ნინა თიბილაშვილი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია. პარა ფარიკაობაში ბუსანში მიმდინარე ტურნირზე, ხმლით ასპარეზობაში თიბილაშვილმა ოთხისთვის შესასვლელი ბრძოლა მოუგო იაპონელ შინო კავაის ანგარიშით 15:6, ორში შესასვლელში დაამარცხა იტალიელი ლორენადა ტრიჯილიასი 15:7, ფინალში ბრძოლა დათმო პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

დაწვრილებით
ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ხეცურიანმა 8-ში შესასვლელ ბრძოლაში კორეელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:2 , 4-ში შესასვლელი მოიგო უკრაინელ მოწინააღმდეგესთან 15:14, ნახევარფინალში ბრძოლა დათმო უნგრელ მეცო ბოლგარკასთან ანგარიშით 15:9 და ბრინჯაოს
მედლის მფლობელი გახდა.
.მე
ბ
დაწვრილებით
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით აიღო სტარტი კორეაში მიმდინარე ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი პარამოფარიკავეები მიმდინარე ტურნირზე ორ დისციპლინაში გამოდიან (რაპირა, ხმალი). ნინა თბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. თიბილაშვილმა 8-ში შესასვლელი თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო ანგარიშით 15:6, 4 -ში შესასვლელად იტალიელი ტრიჯილიასი დაამარცხა 15:7, ნახევარ ფინალში ბრძოლა დათმო იტალიელ ანდრეა მოგოსთან 15:7 და მესამე ადგილზე გავიდა.

დაწვრილებით
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის პარა ჩემპიონატზე. როტერდამი 2023-ის ასპარეზობის მე-9-ე დღეს, ჩვენმა პარა ტაეკვონდოისტებმა ანდრეი სლეპცოვმა (-80კგ), გიორგი ზარქუამ ( -80კგ), დავით მაქაძემ (აბსოლიტური) სამი მაღალი სინჯის მედალი მოუტანეს ჩვენს ნაკრებს. ანდრეი სლეპცოვი ოქროს მფლობელი გახდა, გიორგი ზარქუამ ვერცხლის მედალი აიღო, დავით მაქაძე ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპის პარა ჩემპიონატზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე სულ 9 მედალია. ამავე ტურნირზე გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარა ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გახდა, გოგა ხახალაშვილი ვერცხლის მედალოსანია.ჩვენი პარა ტაეკვონდოისტები ლია ჩაჩიბაია და ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ბრინჯაოს მედლები, ასევე გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.







დაწვრილებით
საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრების წევრმა მირიან ოგნაძემ ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე სამჭიდის ჯამში 707,5 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ოგნაძემ წოლჭიმში 212,5 კგ აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგი მაისურაძემ წოლჭიმში 160 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სამი მოძრაობის ჯამში კი მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა მარტიაშვილი ამავე ტურნირზე წოლჭიმში და სამი მოძრაობის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. დავით დავითური 82კგ. წონით კატეგორიაში, სამჭიდის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


დაწვრილებით
ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე, პარა ძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში უძლიერესი იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს, შერზოდ ნომოზოვს იპონით სძლია, ფინალი უზბეკ კერმან ნურილაევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა ყიზილაშვილი (-90კგ) ბრინჯაოს მედალოსანია. პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელია. რევაზ ჩიკოიძემ ბრიტანელ და უზბეკ მოწინააღმდეგეებს სძლია, ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი კუბელ პარასპორტსმენს მოუგო.



დაწვრილებით
დუბაის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი პარა ძალოსანი მაკა კვინჩია, ახალგაზრდებს შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა, 80კგ. დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დაწვრილებით