თურქეთის ქალაქ მერსინში უსინათლოთა პარა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედლით დაასრულა ასპარეზობა. მირიან ოგნაძე ორი ოქროს მედლის მფლობელი და უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო რეკორდსმენია. გიორგი მაისურაძე ვერცხლის მედლების პრიზიორია. გიორგი გიგაურმა წოლჭიმში და სამჭიდიში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ზაზა მარტიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.



