საქართველოს უსინათლოთა პარა ძალოსნობის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ალმათის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. მირიან ოგნაძემ +125კგ წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა. ოგნაძემ წოლჭიმში 214კგ. დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ჩაჯდომში კი 281კგ დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ზაზა მარტიაშვილი 125კგ-მდე წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლების მფლობელი გახდა,თეონა ბექაური 67,5კგ წოლჭიმში მესამე და სამჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გავიდა,გიორგი გიგაური 57კგ წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. გიორგი ბასილაშვილი 75კგ წონით კატეგორიაში სამჭიდის ჯამში მეორე ადგილზეა, ლევან მელანაშვილმა 82,5კგ სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი მაისურაძე +125კგ წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორია. ალმათის მსოფლიო თასზე, მამაკაცებს შორის გუნდურ გამოსვლაში ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.