ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში რაპირით ასპარეზობაში, პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრში რაპირით ასპარეზობაში, პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სანდრო მეგრელიშვილი პარა ტაეკვონდოში სოფია 2024 ევროპის საკონტინენტო ტურნირის ვერცხლის მედალოსანია, ლია ჩაჩიბაია ბრინჯაოს პრიზიორი
სანდრო მეგრელიშვილი პარა ტაეკვონდოში სოფია 2024 ევროპის საკონტინენტო ტურნირის ვერცხლის მედალოსანია, ლია ჩაჩიბაია ბრინჯაოს პრიზიორი
პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და გიორგი ნიკოლაძე ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულები და პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელები არიან
პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და გიორგი ნიკოლაძე ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულები და პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელები არიან
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
პარიზის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პარიზი 2024 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების წარმატებული სტარტი გერმანიაში, ჰაიდელბერგი 2024 წლის გრან პრის გათამაშებაზე.
საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრების წარმატებული სტარტი დუბაის გრან პრის გათამაშებაზე
ირმა ხეცურიანის წლის პირველი მედალი კარდიფი 2024-ის მსოფლიო თასზე
ირმა ხეცურიანის და ნინა თიბილაშვილის წლის პირველი მედლები ეტლით ფარიკაობაში კარდიფი 2024-ის მსოფლიო თასზე
დიდ ბრიტანეთში, ქ. კარდიფში ეტლით ფარიკაობაში კარდიფი 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარ ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნინა თიბილაშვილმა მეორე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. მან ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ გუსთან წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოება
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14 დეკემბერს 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები გამოვლიდნენ შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ირმა ხეცურიანი; 2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი რევაზ ჩიკოიძე; 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი – მაკა კვინჩია; 2023 წლის ყველაზე განვითრებადი პარასპორტსმენი – ლია ჩაჩიბაია; პარალიმპიური სპორტის 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი – მალხაზ მესხი; წლის საუკეთესო პარანაკრები – საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნული ნაკრები; პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა დავით მაისურაძე. ვეტერანი პარასპორტსმენი იაგო გორგოძე. ვეტერანი პარასპორტსმენი ნიკა თვაური.
გიორგი შეყილაძის დებიუტი პარა სროლაში ალ-აინის მსოფლიო თასზე
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ-აინში პარა სროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა პარა მსროლელმა გიორგი შეყილაძემ 10მ. დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან P1-ში იასპარეზა და მეხუთე ადგილზე გავიდა. გიორგი შეყილაძე ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა. მისი, როგორც პარა მსროლელის დებიუტი ალ-აინი 2023 მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე შედგა.
ლადო ჭინჭარაული პარა სროლაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ლადო ჭინჭარაული პარა სროლაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ალ-აინი 2023 მიმდინარე ტურნირზე, პნევმატური შაშხანიდან სროლაში R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის, ჩვენი პარასპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ვულოცავთ ლადო ჭინჭარაულს წარმატებულ ასპარეზობას.
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. მიმდინარე ტურნირზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო ჩინელ აო ლანძუს ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინა თიბილაშვილმა, ორში შესასვლელი საფინალო ბრძოლა დათმო ჩინელ გუსთან და მესამე ადგილზე გავიდა.
პარა ძიუდოში ტოკიოში 2023 წლის გრან პრის გათამაშებაზე ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და გიორგი ქალდანმა (73კგ)ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პარა ძიუდოში ტოკიოში 2023 წლის გრან პრის გათამაშებაზე ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და გიორგი ქალდანმა (73კგ)ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ნახევარ ფინალში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დათმო ბრძოლა, მესამე ადგილისთვის ყირგიზი პარა ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.გიორგი ქალდანი ნახევარ ფინალში იაპონელ პარა ძიუდოისტთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის კორეელ მოწინააღმდეგს მოუგო და ბრინჯაოს მედალი აიღო.
ზვიად გოგოჭურის და ინა ქალდანის წარმატება ტოკიოს გრან პრიზე
ზვიად გოგოჭური და ინა ქალდანი პარა ძიუდოში ტოკიო 2023 გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
რევაზ ჩიკოიძის ოქრო ტოკიოს გრან პრიზე
რევაზ ჩიკოიძე პარა ძიუდოში ტოკიო 2023 გრან პრის გათამაშების ოქროს მედალოსანია.
ნინა თიბილაშვილის ბრინჯაო ტაილანდი 2023-ზე
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში ტაილანდი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
ირმა ხეცურიანის ბრინჯაო ტაილანდი 2023-ზე
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ტაილანდი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
გვანცა ზადიშვილი ტერნის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ირმა ხეცურიანის ბრინჯაოს მედალი ტერნის მსოფლიო ჩემპიონატზე
ზურაბ ზურაბიანი პარა ძიუდოში ბაქოს გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
ზურაბ ზურაბიანი პარა ძიუდოში ბაქოს გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.
ბაქოს გრან პრიზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, 60კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანის მოწინააღმდეგე ტატამზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანს ერგო.ოქროს და ვერცხლის მედლები უზბეკმა და ყაზახმა პარა ძიუდოისტებმა გაინაწილეს.
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილის თასის მფლობელი გახდა
გიორგი ნიკოლაძე პარა ტაეკვონდოში მექსიკის გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია
გიორგი ნიკოლაძე პარა ტაეკვონდოში მექსიკის გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე მონაწილე პარასპორტსმენებს შორის, რთული კონკურენციის ფონზე ქართველმა პარა ტაეკვონდოისტმა პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო ბრძოლა და მესამე ადგილზე გავიდა.
გიორგი ხიზანიშვილის ოქრო და გოგა ხახალშვილის ვერცხლი მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე
პარა ტაეკვონდოში მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა. ჩვენმა პარასპორტსმენებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.
ნინა თიბილაშვილი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია
ნინა თიბილაშვილი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია. პარა ფარიკაობაში ბუსანში მიმდინარე ტურნირზე, ხმლით ასპარეზობაში თიბილაშვილმა ოთხისთვის შესასვლელი ბრძოლა მოუგო იაპონელ შინო კავაის ანგარიშით 15:6, ორში შესასვლელში დაამარცხა იტალიელი ლორენადა ტრიჯილიასი 15:7, ფინალში ბრძოლა დათმო პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ირმა ხეცურიანი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ხეცურიანმა 8-ში შესასვლელ ბრძოლაში კორეელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:2 , 4-ში შესასვლელი მოიგო უკრაინელ მოწინააღმდეგესთან 15:14, ნახევარფინალში ბრძოლა დათმო უნგრელ მეცო ბოლგარკასთან ანგარიშით 15:9 და ბრინჯაოს
მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წარმატებული სტარტი ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით აიღო სტარტი კორეაში მიმდინარე ბუსანი 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი პარამოფარიკავეები მიმდინარე ტურნირზე ორ დისციპლინაში გამოდიან (რაპირა, ხმალი). ნინა თბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. თიბილაშვილმა 8-ში შესასვლელი თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო ანგარიშით 15:6, 4 -ში შესასვლელად იტალიელი ტრიჯილიასი დაამარცხა 15:7, ნახევარ ფინალში ბრძოლა დათმო იტალიელ ანდრეა მოგოსთან 15:7 და მესამე ადგილზე გავიდა.
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის პარა ჩემპიონატზე. როტერდამი 2023-ის ასპარეზობის მე-9-ე დღეს, ჩვენმა პარა ტაეკვონდოისტებმა ანდრეი სლეპცოვმა (-80კგ), გიორგი ზარქუამ ( -80კგ), დავით მაქაძემ (აბსოლიტური) სამი მაღალი სინჯის მედალი მოუტანეს ჩვენს ნაკრებს. ანდრეი სლეპცოვი ოქროს მფლობელი გახდა, გიორგი ზარქუამ ვერცხლის მედალი აიღო, დავით მაქაძე ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპის პარა ჩემპიონატზე საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე სულ 9 მედალია. ამავე ტურნირზე გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარა ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გახდა, გოგა ხახალაშვილი ვერცხლის მედალოსანია.ჩვენი პარა ტაეკვონდოისტები ლია ჩაჩიბაია და ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ბრინჯაოს მედლები, ასევე გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.
საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრების წარმატება ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე
საქართველოს უსინათლოთა წოლჭიმის ნაკრების წევრმა მირიან ოგნაძემ ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე სამჭიდის ჯამში 707,5 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ოგნაძემ წოლჭიმში 212,5 კგ აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგი მაისურაძემ წოლჭიმში 160 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სამი მოძრაობის ჯამში კი მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა მარტიაშვილი ამავე ტურნირზე წოლჭიმში და სამი მოძრაობის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. დავით დავითური 82კგ. წონით კატეგორიაში, სამჭიდის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი პარა ძიუდოისტების წარმატება ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე
ქართველი პარა ძალოსანის წარმატება დუბაის მსოფლიო ჩემპიონატზე
დუბაის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი პარა ძალოსანი მაკა კვინჩია, ახალგაზრდებს შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა, 80კგ. დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ევროპის პარალიმპიადაზე ქართველმა პარა მსროლელმა იასპარეზა
როტერდამის ევროპის პარა ჩემპიონატზე ქართველმა პარა მსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა, პარა სროლაში R4-ში გამართულ ტურნირზე მონაწილე 25 ათლეტს შორის იასპარეზა, საფინალო რვიანში მოსახვედრად 0,5 ქულა დააკლდა და მეცხრე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაულმა ევროპის პარალიმპიადაზე ამ შედეგით დაასრულა გამოსვლა.
საქართველოს ეტლით მშვილდოსანთა ნაკრების ასპარეზობა ევროპის პარალიმპიადაზე
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების წარმატება ევროპის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე
გიორგი ქალდანი როტერდამი 2023-ის ოქროს მედალოსანია. ქართველი პარა ძიუდოისტი ტურნირის პირველივე დღეს ევროპის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. როტერდამი 2023-ის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონია პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძეც, ინა ქალდანი ვერცხლის, ლაშა ყიზილაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ),ინა ქალდანი (-70 კგ),ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ)-ში გამოვიდა. ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიღრიჯანაშვილი (J2 -60 კგ) ბრინაჯოს მედლების მფობელები გახდნენ. საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპის პარა ჩემპიონატზე საქართველოს 7 მედალი აქვს მოპოვებული და ყველა მათგანი პარა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზეა.
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსანია
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ხეცურიანმა ხმალში, რვაში შესასვლელი იფარიკავა გერმანელ ჰატერთან და მოუგო ანგარიშით 15:5, ოთხში დაამარცხა ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6, ნახევარფინალშიც ხეცურიანმა ჩინელ ქსიაოს აჯობა ანგარიშით 15:12, ფინალური ბრძოლა დათმო იტალიელ პასკუინოსთან 11:15 და მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
პარაწოლჭიმში ვერაკრუზი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება
ბავშვთა პარა ფეხბურთის საწვრთნელო შეკრება ახალდაბაში
საქართველოს პარა ფეხბურთის ნაკრები გუნდი საწვრთნელ შეკრებას გადის ახალდაბის ბავშვთა საწვრთნელ ბანაკში. მთავარი მწვრთნელი გიორგი ხვედელიძე. აღნიშნული შეკრება “ბათუმი 2023″წლის ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირის წინა მოსამზადებელი ეტაპია.
კორეაში, ქ. ჩანგვონის მსოფლიო თასის გათამაშება პარა სროლაში
პარა სროლაში კორეაში,ქ. ჩანგვონის 2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელშიც 47 ქვეყანა და 227 პარასპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ქართველი პარა მსროლელი ლადო ჭინჭარაული პნევმატური შაშხანიდან სროლაში, 632 ქულით მე-7-ე ადგილზე გავიდა,R4 კატეგორიაში პირადი რეკორდი დაამყარა და პერუს მსოფლიო ჩემპიონატისთვის პნევმატურ და ცეცხლსასროლ დისციპლინებში მონაწილეობის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში
ქალაქ ბათუმში მშვილდოსნობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, პარა მშვილდოსნებს შორის ჩატარებულ შეჯიბრში,თბილისის ნაკრები გუნდის წევრი ჯუანშერ ჯინჯიხაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მეორე ადგილი აჭარის ნაკრების წევრმა ზვიად დუმბაძემ დაიკავა,ბრინჯაოს მედალი თბილისის გუნდის წევრს გია ბენიძეს ერგო.
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშება პარა წოლჭიმში
მსოფლიო თასი ფარიკაობაში, ქ. ვარშავა, პოლონეთი, 2016 წლის 13-18 ივლისი