ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე, პარა ძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში უძლიერესი იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს, შერზოდ ნომოზოვს იპონით სძლია, ფინალი უზბეკ კერმან ნურილაევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა ყიზილაშვილი (-90კგ) ბრინჯაოს მედალოსანია. პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელია. რევაზ ჩიკოიძემ ბრიტანელ და უზბეკ მოწინააღმდეგეებს სძლია, ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი კუბელ პარასპორტსმენს მოუგო.