ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსანია

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ხეცურიანმა ხმალში, რვაში შესასვლელი იფარიკავა გერმანელ ჰატერთან და მოუგო ანგარიშით 15:5, ოთხში დაამარცხა ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6, ნახევარფინალშიც ხეცურიანმა ჩინელ ქსიაოს აჯობა ანგარიშით 15:12, ფინალური ბრძოლა დათმო იტალიელ პასკუინოსთან 11:15 და მეორე ადგილზე გავიდა.357770254_679031020929698_5035733126785874803_n (1)

პარტნიორები