ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ხეცურიანმა ხმალში, რვაში შესასვლელი იფარიკავა გერმანელ ჰატერთან და მოუგო ანგარიშით 15:5, ოთხში დაამარცხა ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6, ნახევარფინალშიც ხეცურიანმა ჩინელ ქსიაოს აჯობა ანგარიშით 15:12, ფინალური ბრძოლა დათმო იტალიელ პასკუინოსთან 11:15 და მეორე ადგილზე გავიდა.