ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“ დაფუძნდა 2013 წლის 26 აგვისტოს. მისი დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მერია.
ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა პარასპორტული სახეობების განვითარება თბილისის მასშტაბით, რაც თავისთავად გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას.
2015 წლის ზაფხულში ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №38-ში, გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული სპორტულ-სარეაბილიტაციო კომპლექსი. კომპლექსში ფუნქციონირებს 38X18მ. ზომის სპორტული მოედანი, მანუალური და ფიზიოთერაპიის კაბინეტები, ადაპტირებული სატრენაჟორო ხაზი, სარეაბილიტაციო დარბაზი და აუზი.
ცენტრში ფუნქციონირებს სატრანსპორტო განყოფილება, შშმ სპორტსმენების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის. დასაქმებულია პარასპორტსმენების გადაადგილებისთვის საჭირო რამდენიმე პირადი ასისტენტი. ცენტრს ყავს საკუთარი მანუალური თერაპევტი.
„თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დირექცია შედგება შემდეგი პირებისგან:
დირექტორი – მალხაზ მესხი
დირექტორის მოადგილე, საწვრთნელი პროცესის კურატორი – მერაბ ბაზაძე
დირექტორის მოადგილე, ადმინისტრაციული და იურიდიული მიმართულებით – თამაზ მარდალეიშვილი
ფინანსური მენეჯერი – ლევან ბასარია
ბუღალტერი – რუსუდან კრავეიშვილი
ამ ეტაპზე ცენტრში ვითარდება ცხრა პარასპორტული სახეობა:
- ამპუტანტთა ფეხბურთი
- უსინათლოთა ფეხბურთი
- ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა
- ეტლით მოსარგებლეთა ჩოგბურთი
- მაგიდის ჩოგბურთი
- მშვილდოსნობა
- მკლავჭიდი
- ბოდიბილდინგი
- ბოჩა
სექციები:
ამპუტანთა ფეხბურთი
მწვრთნელები – გიორგი ხვედელიძე, თამაზ შამუგია.
სპორტსმენები – გიორგი ხვედელიძე, გიორგი ებრალიძე, გიორგი უჩავა, დავით ჩადუნელი, ანატოლი ორობინსკი, სიმონ შამანაური, დავით ბაბუციძე, რუსლან შაუმიანი, ლაშა ბრეგაძე, ამირან ჩაბაკაური, მამუკა გელაშვილი, მათე ქარდავა, გიორგი გვალია, ნამგალაური ნიკა.
უსინათლოთა ფეხბურთი
მწვრთნელები – ილია ხიპაშვილი, გიორგი პოპოვი.
სპორტსმენები – გიორგი ხვედელიძე, გიორგი ებრალიძე, გიორგი უჩავა, დავით ჩადუნელი, ანატოლი ორობინსკი, სიმონ შამანაური, დავით ბაბუციძე, რუსლან შაუმიანი, ლაშა ბრეგაძე, ამირან ჩაბაკაური, მამუკა გელაშვილი, მათე ქარდავა, გიორგი გვალია, ნამგალაური ნიკა.
ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა
მწვრთნელები – ბექა ბაზაძე, გიორგი გელაშვილი, არჩილ უგულავა, მიხეილ მარდალეიშვილი.
სპორტსმენები – ირმა ხეცურიანი, ნინი თიბილაშვილი, დიანა ჯიშიაშვილი, თემურ დადიანი, რომან აბაშიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, პაპუნა სხულუხია, გოგა კავლელაშვილი, გრიგოლ მინაგორაშვილი.
ეტლით მოსარგებლეთა ჩოგბურთი
მწვრთნელები – დავით ისლამოვი, ნოდარ ითონიშვილი.
სპორტსმენები – გიორგი ბერძენიშვილი, გიორგი თაყნიაშვილი.
მაგიდის ჩოგბურთი
მწვრთნელები – რევაზ მაჭავარიანი.
სპორტსმენები – ანი ხაჩიძე, მარიამ ტოპოლიანი, მარიამ ხარძიანი, სალომე მათიაშვილი, ბაია ჯუღელი, ირინა იუსუპოვა, მარიამ წიკლაური, გიორგი დიდია, ლევან გოცაძე, გიორგი უჩავა, ბუბა როგავა.
მშვილდოსნობა
მწვრთნელები – იამზე ტალახაძე, მანანა ცხვარიაშვილი-მურაჩაშვილი.
სპორტსმენები – თეა ბოლქვაძე, ნათია გამიდოვა, სტელა ანდრიუკი, ივანე წიკლაური, ნიკა ჩლაიძე, სერგო ჭითანავა, გოდერძი ზაქარაია, გიორგი სანადირაძე.
მკლავჭიდი
მწვრთნელები – სანდრო გურჩიანი, არსენ შოშიაშვილი.
სპორტსმენები – მანუჩარ ნაყიშაშვილი, გიორგი ქეშელაშვილი, ევგენი აბდალოვი,ზურაბ სოხაძე, ფრიდონ ელიზბარაშვილი, გიორგი შოშიაშვილი, ლაშა ბეგიაშვილი, ზვიად სულიკაშვილი, გიორგი ოქროსცვარიძე, თემურ დადიანი, დავით ხალიაშვილი, თორნიკე ალბუთაშვილი.
ბოდიბილდინგი
მწვრთნელები – ია უძილაური.
სპორტსმენები – ლიკა ჩაჩიბაია, ზვიად სულიკაშვილი, ნოე რუხაძე, მერაბ დუკაშვილი.
ბოჩა
მწვრთნელები – თინათინ რევაზიშვილი.
სპორტსმენები – ცოტნე ტურაბელიძე, თორნიკე ტურაბელიძე.