2016 წლის 17-22 მაისს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ეტლით მოსარგებლეთა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატზე ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში, რომელიც გაიმართა იტალიის ქალაქ კასალეში.
„ბ“ კატეგორიაში ხმლით მოფარიკავეებს შორის ირმა ხეცურიანმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ,,ცე“ კატეგორიაში დაშნით ფარიკაობაში დიანა ჯიშიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ.