მსოფლიო თასი ფარიკაობაში, ქ. ლავალი, კანადა, 2016 წლის 27 აპრილი – 1 მაისი

2016 წლის 27 აპრილიდან 1 მაისამდე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ეტლით მოსარგებლეთა მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა მონაწილეობა მიიღო  მსოფლიო თასის გათამაშებაში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში, რომელიც გაიმართა კანადის ქალაქ ლავალში. ხმლით მოფარიკავეებს შორის ირმამ შეძლო მისი მეტოქეების დამარცხება და ოქროს მედლის მოპოვება. ეს არის ირმას რიგით მეორე ოქროს მედალი მსოფლიო თასზე.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ.

პარტნიორები