თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი შშმ ახალგაზრდებს იწვევს

ქალაქ თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპორტულ სახეობებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე შესაძლებელია ვარჯიში გამაჯანსაღებელ სექციაშიც.
დაინტერესებული პირებს ყოველი სამუშაო დღის საათებში შეუძლიათ მივიდნენ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №5. დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია ეწვიონ ცენტრის ვეგ-გვერდს www.tbparasport.org ან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით – 593 54-94-78.

ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა. ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა სპორტულ ცხოვრებაში და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ინტენსიური ჩართულობა უშუალოდ სპორტში, ასევე მათ რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია საზოგადოებაში.

ამჟამად, ცენტრს გაჩნია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სპორტული და სარეაბილიტაციო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც ფუნქციონირებს: სპორტული მოედანი, ადაპტირებული სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, მანუალური და ფიზიოთერაპიის კაბინეტები. ცენტრში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელები, მასწავლებლები, ექიმები, ფიზიო და მანუალური თერაპევტები.

ამ ეტაპზე, ცენტრი ხელს უწყობს პარაოლიმპიური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის ცხრა სახეობის განვითარებას. კერძოდ: უსინათლოთა ფეხბურთი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ეტლით მოსარგებლეთა ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბოჩა, მკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი და ბოდიბილდინგი. იგეგმება შშმ პირთა სპორტის სხვა სახეობების განვითარებაც.

პარტნიორები