თორნიკე ღოღობერიძის სახელობის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ქ. თბილისი, 2016 წლის 12-13 მარტი

2016 წლის 12-13 მარტს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ჩატარდა თორნიკე ღოღობერიძის სახელობის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრება 9-10 წლის გოგო-ბიჭებს შორის მესამედ ჩატარდა, თუმცა ამჯერად პირველობაზე მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმაც მიიღეს. ასპარეზობაში სულ 85 ბავშვი ჩაერთო, ბიჭებშიც და გოგონებშიც საპრიზო ადგილებზე გასვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმაც შეძლეს, რომლებისგანაც მომავალში საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის პარანაკრები დაკომპლექტდება. ტურნირში გამარჯვებულ სპორტსმენებს ორგანიზატორებისგან მედლები, სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

პირველობა, ქალაქ თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

პარტნიორები