23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, ქ. შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, 2015 წლის 12-15 დეკემბერი

2015 წლის 12-15 დეკემბერს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ეტლით მოსარგებლე მოფარიკავემ ნინი თიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღო 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატში ფარიკაობაში (შეჯიბრებაში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა თბილისის მერიის მიერ), რომელიც გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქ. შარჯაში. დაძაბული ორთაბრძოლების გამართვის შემდეგ, მან მესამე საპრიზო ადგილები დაიკავა დაშნით და რაპირით პირად ასპარეზობებში. ეს არის როგორც ნინი თიბილაშვილის, ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატება.

პარტნიორები