2015 წლის 21-25 ნოემბერს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო თასის შეჯიბრებაში პარამკლავჭიდში, რომელიც გაიმართა ქ. რუმიაში (პოლონეთი).
სპორტსმენებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვეს, მათ შორის: 2 ოქროს, 2 ბრინჯაოს და 5 ვერცხლის. შეჯიბრებაში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.