თბილისის პარასპორტის კვირეული

2015 წლის 10-15 ნოემბერს ჩატარდა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის პარასპორტის კვირეული, რომელიც დაფინანდა ქ. თბილისის მერიის მიერ.

კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის პარასპორტსმენები, თავდაცვის სამინისტროს ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე სპორტსმენები.

შეჯიბრი ჩატარდა შემდეგ სახეობებში: მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, პარამშვილდოსნობაში, პარაჩოგბურთში, პარამაგიდის ჩოგბურთში, პარამკლავჭიდში, ამპუტანტთა ფეხბურთში, უსინათლოთა ფეხბურთსა და პარაბოდიბილდინგში. გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებით და თასებით.

პარასპორტის კვირეული წელს პირველად ჩატარდა და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს მიზნად აქვს დასახული, რომ ანალოგიური ღონისძიებებმა სისტემატიური ხასიათი მიიღოს.

სპორტული კვირეულის მიზანია, საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

პარტნიორები