2015 წელს მშვილდოსნობაში გამართული შეჯიბრებები

2015 წლის 14-18 ოქტომბერს ჩატარდა ბათუმის 21-ე საერთაშორისო შეჯიბრი მშვილდოსნობაში, რომელშიც თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა გოდერძი ზაქარაიამ, ვანო წიკლაურმა და სერგო ჭითანავამ მიიღეს მონაწილეობა.

2015 წლის 21-26 ოქტომბერს ერევანში გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრი ,,აიკას ისრები“, სადაც სპორტსმენებმა მე-4 გუნდური ადგილი დაიკავეს.

2015 წლის 27-28 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ,,საქართველოს თასი“ მშვილდოსნობაში, რომელშიც თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა გოდერძი ზაქარაიამ და ვანო წიკლაურმა ერთნაირი 498-498 ქულები დააგროვეს. სპორტსმენები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

პარტნიორები