მსოფლიო თასი ფარიკაობაში, ქ. პარიზი, საფრანგეთი, 2015 წლის 21-25 ოქტომბერი

2015 წლის 21-25 ოქტომბერს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო თასის გათამაშებაში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში (შეჯიბრში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქ. თბილისის მერიის მიერ), რომელიც გაიმართა ქ. პარიზში, საფრანგეთი. შეჯიბრში მონაწილე მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ხმალში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში მან პოლონელ პატრიცია ჰარეზას სძლია და მეტოქე 15:9 დაამარცხა. ეს არის პირველი ოქროს მედალი მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებაზე საქართველოს ფარიკაობის ისტორიაში.

პარტნიორები