სპეციალური ოლიმპიური ზაფხულის მსოფლიო თამაშები ჩოგბურთში, ქ. ლოს-ანჯელესი, აშშ 2015წ. 25 ივლისი – 2 აგვისტო

2015 წლის 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ჩოგბურთელებმა, მარიამ წიკლაურმა და გიორგი დიდიამ მონაწილეობა მიიღეს მენტალური პრობლემების მქონე პირთა სპეციალური ოლიმპიური ზაფხულის მსოფლიო თამაშებში (შეჯიბრში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქ. თბილისის მერიის მიერ), რომელიც გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ლოს-ანჯელესში. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები 165 ქვეყნიდან. როგორც პირად ასევე წყვილთა შორის სპორტსმენებმა პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და ჯამში 4 ოქროს მედალი დაიმსახურეს.

პარტნიორები