პოლონეთის ღია ჩემპიონატი ფარიკაობაში, ქ. ვარშავა, პოლონეთი 2014 წლის 7-11 ნოემბერი

2014 წლის 7-11 ნოემბერს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა, რომან აბაშიძემ, ალეკე გითოლენდიამ და თემურ დადიანმა მონაწილეობა მიიღეს ქ. ვარშავაში გამართულ პოლონეთის ღია ჩემპიონატში. მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ხმალში მეორე ადგილი დაიკავა, რაპირაში კი მესამე, ხოლო რომან აბაშიძემ რაპირაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მიღწეული შედეგები მაღალი მაჩვენებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რადგან პოლონეთის ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის ნაკრები სარეიტინგო მაჩვენებლებით ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.

შეჯიბრში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა თბილისის მერიის მიერ.

პარტნიორები