2014 წლის 13-14 სექტემბერს ქ. თბილისში სპორტის აკადემიის მოედანზე გაიმართა თბილისის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირში გამარჯვებულებმა ნათია გამიდოვამ, გოდერძი ზაქარაიამ და ვანო წიკლაურმა მონაწილეობა მიიღეს მ.წ. 22 სექტემბერს ქ. ბათუმში გამართულ აჭარის ღია ჩემპიონატში.
2014 წლის 3-4 ოქტომბერს ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს თასის შეჯიბრი
პირველი ადგილი – გოდერძი ზაქარაია (თბილისი)
მეორე ადგილი – ვანო წიკლაური (თბილისი)
მესამე ადგილი – ზვიად დუმბაძე (ბათუმი)
ტურნირის მიზანია საქართველოში პარამშვილდოსნობის განვითარება და პოპულარიზაცია.