არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ-აინში პარა სროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა პარა მსროლელმა გიორგი შეყილაძემ 10მ. დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან P1-ში იასპარეზა და მეხუთე ადგილზე გავიდა. გიორგი შეყილაძე ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა. მისი, როგორც პარა მსროლელის დებიუტი ალ-აინი 2023 მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე შედგა.