გიორგი ნიკოლაძე პარა ტაეკვონდოში მექსიკის გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.აღნიშნულ ტურნირზე, მაღალი რეიტინგის მქონე მონაწილე პარასპორტსმენებს შორის, რთული კონკურენციის ფონზე ქართველმა პარა ტაეკვონდოისტმა პარალიმპიურ ჩემპიონთან დათმო ბრძოლა და მესამე ადგილზე გავიდა.