გიორგი ქალდანი როტერდამი 2023-ის ოქროს მედალოსანია. ქართველი პარა ძიუდოისტი ტურნირის პირველივე დღეს ევროპის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. როტერდამი 2023-ის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონია პარა ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძეც, ინა ქალდანი ვერცხლის, ლაშა ყიზილაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ),ინა ქალდანი (-70 კგ),ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ)-ში გამოვიდა. ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიღრიჯანაშვილი (J2 -60 კგ) ბრინაჯოს მედლების მფობელები გახდნენ. საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია. ევროპის პარა ჩემპიონატზე საქართველოს 7 მედალი აქვს მოპოვებული და ყველა მათგანი პარა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზეა.