საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობს ვერაკრუზი 2023 (მექსიკა) მსოფლიო თასის გათამაშებაზე. მაკა კვინჩიამ (61კგ) წონაში, ახალგაზრდებში 65 კგ. დაძლია, საერთო და სამი მოძრაობის ჯამში ორი ოქროს მედალი აიღო ნათია გამიდოვამ (-67კგ). 55კგ. აწია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გამიდოვამ თავისი შედეგებით 55,50 კგ. სამი მოძრაობის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა. აკაკი ჯინჭარაძე ოქროს მედლის მფლობელია. ჯინჭარაძემ მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) წონაში, საერთო ჯამში 226კგ. დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა. ჩვენმა პარასპორტსმენმა ტურნირზე გამოსვლისას 215, 221 კგ. აწია და სამი მოძრაობის ჯამშიც პირველი ადგილი დაიკავა. გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში, საერთო ჯამში 225კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაცაბიძემ ტურნირის მსვლელობისას 205, 215კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მეორე ადგილზე გავიდა. ამავე ტურნირზე იაგო გორგოძემ (+107კგ). წონით კატეგორიაში საერთო ჯამში 180კგ. აწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე გორგოძემ 170,175 კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მესამე ადგილი დაიკავა. შოთა ომარაშვილი და ნინო საბაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. შოთა ომარაშვილმა (-72კგ) 153კგ. აწია და მესამე ადგილზე გავიდა. ამავე ტურნირზე ნინო საბაშვილმა (-73კგ) 50 და 53კგ. ჩათვალა, წონების შეკრების ჯამში 103 კგ. დააფიქსირა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს, მთავარ მწვრთნელს ზურა ციხიშვილს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.