ტურნირის მესამე დღეს ქართველმა პარასპორტსმენებმა მორიგი მედლები მოიპოვეს.
აკაკი ჯინჭარაძემ +107კგ წონით კატეგორიაში 222 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ლაცაბიძემ კი ამავე წონაში 217კგ. აწია და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვულოცავთ ჩვენს სახელოვან პარასპორტსმენებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.