2016 წლის 13-18 ივლისს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა და ნინი თიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო თასის გათამაშებაში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში, რომელიც გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. „ბ“ კატეგორიაში ხმლით მოფარიკავეებს შორის ირმა ხეცურიანმა შეძლო ყველა მეტოქის დამარცხება და ოქროს მედალს დაეუფლა. ეს არის ირმას კიდევ ერთი უდიდესი გამარჯვება, რითაც მესამედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მთლიანი ხარჯები დაფინანსდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ.